ABC

"გრეის ანატომია" მე-16 სეზონით ბრუნდება (ვიდეო)

ამერიკული სერიალი, "გრეის ანატომია", მე-16 სეზონით ბრუნდება. ABC-მ სერიალის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.

როგორც ტრეილერიდან ჩანს, მთავარი გმირი, მერიდით გრეი საავადმყოფოში აღარ მუშაობს და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს ასრულებს.  

"გრეის ანატომიის" ახალი სეზონი 26 სექტემბერს დაიწყება. სერიალი ამერიკული სამედიცინო დრამაა, რომლის პრემიერაც ABC-ს ეთერში 2005 წელს შედგა. ის ექიმების, რეზიდენტებისა და ინტერნების ცხოვრებაზე გვიყვება. სერიალს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, 2007 წლის ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამა სერიალისთვის და 26 ემის ნომინაცია, ჯილდოსთვის საუკეთესო სერიალი.

კომენტარები