აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომი

სავაჭრო ომის გამო გლობალური ეკონომიკა 850 მილიარდ დოლარს დაკარგავს

cdn1.i-scmp.com

აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის გამო, შექმნილი გაურკვევლობის ფონზე მომდევნო წლის დასაყისისთვის გლობალური ეკონომიკა 850 მილიარდ დოლარს იზარალებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაცია აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ანალიზსა და თემაზე მომზადებულ საგაზეთო სტატიებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. გამოცემის ინფორმაციით, გაურკვევლობის ესეთი მაღალი დონე, 1970-იან წლებში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. 

ამ დროისთვის აშშ-ს მშპ, დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარია. გლობალური ეკონომიკის მოცულობა კი 85 ტრილიონით განისაზღვრება. მიმდინარე სავაჭრო ომი ჩინეთთან აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე იქონიებს გავლენას, რითიც ქვეყანა, დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს დაკარგავს.

სავაჭრო ომი, მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის 2018 წელს დაიწყო. მას შემდეგ მხარეებმა, ერთმანეთის პროდუქციაზე ტარიფების რამდენიმე ტალღა დააწესეს. პირველი სექტემბრიდან აშშ ძალაში შევიდა დამატებითი ტარიფები 300 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე. ტარიფების კიდევ ერთი ახალი ტალღა ძალაში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს შევა.

კომენტარები