რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

ოლეგ სენცოვის თავისუფლების პირველი წუთები, ხუთწლიანი ტყვეობის შემდეგ — ფოტოები ადგილიდან

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყირიმში ტერორისტული აქტის მომზადების საქმეში თავისუფალია. სენცოვი მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლდა. 

რუსეთის სასამართლომ სენცოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის პერიოდში სენცოვმა არაერთხელ მიმართა, პროტესტის უკიდურესს ფორმას შიმშილობას.

კიევის ბორისპოლის აეროპორტში სენცოვს და სხვა პატიმრების მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდა. 

გათავისუფლებულმა სენცოვმა, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ამ წლების განმავლობაში მისი და სხვა პატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოდა. "ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა, გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორია", — განაცხადა სენცოვმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები