ზურაბ იაშვილი

"ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს, ზურაბ იაშვილს, სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

რუსთავი 2

"ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს, ზურაბ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიებად 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.  

პირველმა ინსტანციამ იაშვილს უწყების ინფორმირების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.  

ცნობისთვის, ზურაბ იაშვილს რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიასა და რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსურ დირექტორ, კახაბერ დამენიასთან ერთად ბრალი 6 სექტემბერს წარედგინა. გამოძიება მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. კონკრეტულად კი, იაშვილს ედავებიან „კომერციული მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“

კომენტარები