სამთავრობო ცვლილებები

პარლამენტი მთავრობას კენჭს დღეს უყრის - სხდომაზე გიორგი გახარია სიტყვით გამოდის

ტაბულა

პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პარლამენტის სხდომა უკვე დაიწყო - მოხსენებით პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია გამოდის. 

ყოფილმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა. ბიძინა ივანიშვილმა მის შემცვლელად გიორგი გახარია დაასახელა. ასევე, შს მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა, ხოლო თავდაცვის მინისტრად - ირაკლი ღარიბაშვილი.

სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება ევროპული საქართველო.

პარლამენტის სხდომის პარალელურად, "სირცხვილია" შენობის შესასვლელებთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ.

კომენტარები