დაპირისპირება პარლამენტთან

შსს-მ ემზარ კვიციანის მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა სირცხვილიას აქტივისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.

"გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება" - აცხადებს შსს.

ემზარ კვიციანმა დღეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, მათ აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. დეპუტატმა ასევე აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ.

კომენტარები