რუსული ოკუპაცია

ჯონ ტეფტი და სხვა ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდნენ. 

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

ოძისიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა ჩანს. 

ქართველმა მასპინძლებმა დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნეს, მათ შორის, ესაუბრნენ ესაუბრნენ სოფელ გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენებზე, სოფელ წნელისთან ოკუპირებული რეჟიმის საგუშაგოს განთავსებასა და ოკუპირებული ახალგორის ჩაკეტვაზე. 

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - 9 სექტემბერს გაიხსნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები