სირცხვილია

კვიციანი: თავს დამესხნენ სასტვენებით, ცხვრებით, მე თავი დავიცავი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ემზარ კვიციანის თქმით, პარლამენტთან მან თავი დაიცვა დემონსტრანტებისგან, რომლებიც თავს დაესხნენ "სასტვენებით და ცხვრებით". 

"ჩვენ ხმას არ ვაძლევდით დღეს მთავრობას, ამიტომ ავდექი და წამოვედით პარლამენტიდან. წამოვედი და ავედი კაბინეტში ჩემთნა, მინდოდა პატარა წამემუშავებინა, მაგრამ კომპიუტერი იყო გათიშული ჩემი კომპიუტერი, ამიტომ დავრეკე და გამოვიძახე ტაქსი. ტაქსი ვერ ამოვიდა, ამოსასვლელი გადაკეტილი იყო, ამიტომ ქვემოთ ველოდებოდი. წამოვედი ჩამოსასვლელიდან და იქ დამესხნენ თავს, სასტვენებით, ცხვრებით და მთელი ამბავი და დამიწყეს ლანძღვა, გინება, ეს იყო სულ. 

მე თავი დავიცავი. 

ფიზიკურად თავს დასხმა, შეურაცხყოფა, მონას რომ გიწოდებს იმ ქვეყანასთან ბრძოლაში მისი წონა სისხლი რომ მაქვს დაღვრილი და ქვეყანა დაცული, ის ლაწირაკი, მოღალატე დედა რომ ყავს, კოდორში უშიშროების მინისტრი რომ შემოდიოდა და უშიშროების დავალებით... არ დამირტყამს მე არავისთვის, კაცო, ვის დავარტყი. მაჩვენეთ ის კადრები, სადაც ეს ჩანს". 

მან ტაბულას ჟურნალისტს კითხვების გამო უყვირა და უთხრა, რომ ასეთმა "ჟურნალისტებმა გაუყიდეს კოდორი". 

"მე ემოციებიც მაქვს, იმიტომ რომ ისეთი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, განსხვავებით ბევრისგან, ამიტომ ახლა.. მე არავისთვის დამირტყამს, ჩემგან ვჯიკაობდი ხალხს და ახლა პროვოკაციულ იმას ნუ იძლევი, თუ არადა გატრიალდი და გადი აქედან. სწორედ თქვენა ხართ ყველაზე ცუდი, ასეთი ჟურნალისტები. თქვენ გამიყიდეთ კოდორიც, სამშობლოც და ყველაფერიც, რუსთავი 2-დან დაწყებული, ასეთი გაყიდული, უცხო ქვეყნების დაფინანსებული ჟურნალისტები. კარგად ბრძანდებოდეთ, არ მაინტერესებს თქვენი კითხვა. არ არის თქვენი საქმე, პოლიციამ მე სად წამიყვანა". 

კვიციანმა ჯერ ტაბულას, შემდეგ კი სხვა მედიების მიერ არაერთხელ დასმულ კითხვას, სად წაიყვანა ის პოლიციამ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასე უპასუხა: 

"პოლიციამ წამიყვანა რესტორან ამრაში, სოხუმში და იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდი. კარგად იყავით". 

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა დღეს აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან, მთავრობის დამტკიცების სხდომის პარალელურად სირცხვილის დერეფანს მართავდნენ, აგინა, ასევე რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. 

კვიციანმა აგინა პოლიციასაც. თუმცა, ის არ დაუკავებიათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაიყვანა. კვიციანი ამ წუთებში "პატრიოტთა ალიანსის" ყრილობას ესწრება.

იურისტ გიორგი ჩიტიძის განმარტებით, ემზარ კვიციანის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული ხულიგნობაა, რის გამოც ის პოლიციას ადგილზევე უნდა დაეკავებინა, პროკურატურას კი პარლამენტისთვის მისთვის იმუნიტეტის შეწყვეტის მოთხოვნით მიემართა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები