სამთავრობო ცვლილებები

98 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - მთავრობის განახლებული შემადგენლობა დამტკიცებულია

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. 

მას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. "ევროპული საქართველოს, ენმ-ს და პატრიოტთა ალიანსს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

გიორგი გახარია, რომლის შს მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც მოქალაქეები 20-21 ივნისის ღამის აქციის დაშლის გამო 80 დღეზე მეტხანს ითხოვდნენ, დააწინაურეს და ის დღეიდან საქართველოს პრემიერმინისტრია. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ლევან იზორიამ უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლა. 

შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

კომენტარები