სირცხვილია

ჩვენ გვყავს 98 ყურმოჭრილი მონა - სირცხვილის დერეფნები მთავრობის დამტკიცებულ შემადგენლობას

აქცია სირცხვილია პარლამენტთან გრძელდება. დემონსტრანტები სირცხვილის დერეფნებს მთავრობის განახლებულ, უკვე დამტკიცებულ შემადგენლობას უწყობენ.

პარლამენტმა 98 ხმით 0-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სამთავრობო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია შს მინისტრობიდან პრემიერმინისტრობამდე დაწინაურდა.

​გახარიას ძალოვანი უწყებიდან გადადგომას მოქალაქეები 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა, ქართული ოცნების და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გახარია მთავრობის მეთაური გახდა. ივანიშვილმა თქვა, რომ "გახარიამ ეს დაიმსახურა".

სამთავრობო ცვლილებებისვე მიხედვით:

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა..

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ლევან იზორიამ უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლა.

შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

მოქალაქეთა პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდება. 20 სექტემბერს "სირცხვილია" მასშტაბურ აქციას გეგმავს. 

კომენტარები