სირცხვილია

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაკავებულია 3 პირი

ერთ-ერთი დაკავებული პირი.
ტაბულა

რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის წინ აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებს მოქალაქეების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც პოლიციამ სამი პირი დააკავა.

სამივე პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, სავარაუდოდ "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები იყვნენ, ასევე მათ შორის იყო ბეჟან გუნავაც.

ამ წუთებში პარლამენტი წინ აქცია "სირცხვილია! 81.0" მიმდინარეობს. აქტივისტები დილიდან პარლამენტთან იმყოფებიან - მათ პარლამენტის სხდომის პარალელურად, სადაც გიორგი გახარიო გაამოდიოდა, აქცია გამართეს და დეპუტატებს სირცხვილის კორიდორები მოუწყეს. სირცხვილის კორიდორმა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი, ემზარ კვიციანი გააღიზიანა, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები