ვუდი ალენი

ვუდი ალენი: მე ყველაფერი გავაკეთე, რის მიღწევასაც მოძრაობა MeToo ისურვებდა

0 კომენტარი
ფოტო: Variety.com

ცნობილმა რეჟისორმა, ვუდი ალენმა, პარაკევს France 24-თან მის მიმართ გამოთქმული ბრალდების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

1992 წელს, ვუდი ალენი მისმა არაბიოლოგიურმა შვილმა დილან ფეროუმ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ის მაშინ 7 წლის იყო.

"მე ყველაფერი გავაკეთე, რის მიღწევასაც მოძრაობა MeToo მოძრაობა ისურვებდა. მიმუშავია ასობით ქალ მსახიობთან ერთად. არც ერთს, არასდროს ჩემთან მუშაობისას უკმაყოფილება არ გამოუხატავს - ერთი საჩივარიც კი არ ყოფილა. მე ვასაქმედი ქალებს უმაღლეს პოზიციებზე, ყველა პოზიციაზე წლების განმავლობაში და ვუხდიდი იმდენს, რამდენსაც კაცებს", - თქვა რეჟისორმა.

ვუდი ალენმა ინტერვიუ თავისი ახალი ფილმის "A Rainy Day in New York"-ის პრემიერის შემდეგ მისცა.

რამდენიმე დღის წინ ვუდი ალენზე ისაუბრა სკარლეტ იოჰანსონმაც და თქვა, რომ მას უყვარს რეჟისორი და მასთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლებს.

კამპანია #MeToo მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე ქალი სექსუალურ შევიწროებაში, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ქალები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ყვებოდნენ საკუთარ გამოცდილებებს სექსუალური შევიწროების შესახებ და ჰაშთაგით MeToo-ს წერდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები