კლოდ მონე

სახლი, რომელშიც კლოდ მონემ უკანასკნელი 43 წელი გაატარა, შეგიძლიათ Airbnb-ზე იქირაოთ

0 კომენტარი
კლოდ მონეს სახლლი ჟივერნიში

თქვენ უკვე შეგიძლიათ იქირავოთ სახლი, რომელშიც ცნობილმა იმპრესიონისტმა მხატვარმა კლოდ მონემ ცხოვრების უკანასკნელი 43 წელი გაატარა.

სახლი საფრანგეთის რეგიონ ნორმანდიის სოფელში, ჟივერნიში მდებარეობს და ის Airbnb-ზე ქირავდება. სახლში სამი საძინებელი, ორი მისაღები ოთახი, სამი აბაზანა და დიდი ბაღია. სახლი 2016 წელს გაარემონტეს, თუმცა მას პირვანდელი სახე მაინც შეუნარჩუნეს.

კლოდ მონე ჟივერნის სახლში 1883 წლიდან გარდაცვალებამდე, 1926 წლამდე ცხოვრობდა. მან თავისი ცნობილი ბაღები ხატვა ამ სახლში ცხოვრებისას დაიწყო, რადგან პირველად იქ მიიღო ინსპირაცია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები