კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც საკუთარი ძმის ცოლი ანგარების მოტივით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საუკთარი ძმის ცოლი ანგარების მოტივით მოკლა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს - 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა," - წერია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები