პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

მეორე კვარტალში შემოსული ინვესტიციები 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაასაჯაროვა 2019 წლის მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიეციების მაჩვენებელი. რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53.7%-ით შემცირდა და 187 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ნომინალურად, ეს ნიშნული ყველაზე დაბალია 2009 წლის შემდეგ. 10 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომისა და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის ფონზე, წლის მეორე კვარტალში 178.3 მილიონი აშშ დოლარის რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა.

შარშან კი წლის მეორე კვარტალში პიდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი 403.6 მილიონის ტოლი იყო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელსაც შემცირდა. გასულ წელს კლებამ თითქმის 35% შეადგინა. 2019 წლის პირველ კვარტალში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.3%-ით ნაკლები იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები