Doctor Sleep

Doctor Sleep-ის ფინალური თრეილერი გამოვიდა (VIDEO)

IMDB

კომპანიამ Worner Bros. გამოუშვა ფინალური თრეილერი ფილმისთვის "Doctor Sleep", რომელიც სტივენ კინგის ნაწარმოების "Shining" ეკრანიზაციის გაგრძელებაა. 

მოვლენები აწმყოში ვითარდება და მთავარი გმირი დენია, ჯეკ ტორანსის შვილი, რომელსაც სასტუმროში გატარებული საშინელი პერიოდის შემდეგ კოშმარები და ხილვები აწუხებს. დენი ნათელმხილველი ალკოჰოლიკია. ის ერთ დღეს მისნაირ "ნათებით დაჯილდოებულ" გოგოს გაიცნობს და გაარკვევს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც "ნათებაზე" ნადირობენ.  

სტივენ კინგი წიგნის ავტორი და გადასაღებ მოედანზე მთავარი კონსულტანტია. რეჟისორი მაიკ ფლენეგანი იქნება, რომელიც სერიალის "THE HAUNTING OF HILL HOUSE" ავტორია, ხოლო მთავარ როლში იუენ მაკგრეგორს ვიხილავთ. 

კომენტარები