რეკლამა

® თბილისი ენერჯი აგვისტოს თვეში სახიფათო გაზდანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს

კომპანია "თბილისი ენერჯი" აბონენტების უსაფრთხოებისთვის საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობის კუსტარულად დამონტაჟებულ გაზდანადგარებს ამოწმებს. კომპანიის სპეციალისტებმა აგვისტოს თვეში თბილისში, ბინებში სულ 2 455 დარღვევა აღმოაჩინეს. მათი უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია.

თბილისი ენერჯი აღნიშნავს, რომ აბონენტთა უმეტესობა უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი - ჩასხნილი.

"თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს.

კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი, ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე - თქვენ მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები" - აცხადებს თბილისი ენერჯი.

აგვისტოს თვეში თბილისში, სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით:

  • ისანი-ვაზისუბანი - 492
  • სანზონა - 308
  • ჩუღურეთი - 294
  • სამგორი - 653
  • წყნეთი - 9
  • გლდანი - 42
  • კრწანისი - 81
  • საბურთალო - 42
  • ნაძალადევი - 219
  • ნუცუბიძე - 84
  • დიდუბე - 55
  • დიღომი - 64
  • ვაკე - 78
  • მთაწმინდა - 34
  • სულ - 2 455;

კომენტარები