თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 10 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღმის შემაერთებელი გზის, გლდანის ხევის დასახლების, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ფეიქართა, ბობ უოლშის, შეშელიძის, წყალსადენის, ომარ ხიზანიშვილის და ართმელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის და ღრმაღელეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

06 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ღოღობერიძის და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზმაძის, ირაკლი აბაშიძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტლის, იოსებიძის, ხვიჩიას, ბურძგლას, საირმის, ცინცაძის, საბურთალოს, შმიდტის, პეტრიწის, პეტრე იბერის, გამრეკელის, ბახტრიონის, გოთუას, შარტავას და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები