თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

სამადაშვილი კონფერენციაზე: ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ყველა ოპონენტის დევნას დაიწყებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დღეს, 9 სექტემბერს თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. 2019 წელს კონფერენციის თემა ასეთია - NOW WHAT? (ახლა რა?). ერთ-ერთ პანელში, რომელიც საქართველოს დემოკრატიის მომავალს ეხებოდა, მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა მიიღეს.

ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გავრილოვის ღამეზე ისაუბრა და თქვა, რომ თუკი აქამდე ეგონა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უბრალოდ არაკომპეტენტური იყო, ამ ღამემ დაანახა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია თავისივე მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. მისივე თქმით, ბზარი მმართველ გუნდსა და საზოგადოებას შორის ძალიან ღრმაა.

"ვფიქრობ, რომ შევხედოთ საქართველოში დემოკრატიის მომავალს, ჩვენ საქმე​პარადოქსთან გვაქვს და ჩემი საკუთარი სიტყვებით ახსნის მაგივრად, დიკენსის ლიტერატურიდან ციტატას მოვიშველიებ: "საუკეთესო დროება იდგა და იმავდროულად, ცუდზე უარესი, ხანი სიბრძნისა და საუკუნე უგუნურების, ჟამი იყო სინათლის და თან სიბნელის, იმედების გაზაფხული და ზამთარი სასოწარკვეთის, როცა წინ გვქონდა ყველაფერი, თან - არაფერი". ვფიქრობ, საქართველოს მომავლის ჭრილს ეს სიტყვები ყველაზე ნათლად ასახავს. არსებობს ასევე ორი შეხედულება ამ ქვეყანაზე, ერთი თქვენ ჩემი კოლეგისგან, ბატონი თალაკვაძესგან გაიგეთ, როგორ გვიწევს დემოკრატიის შენარჩუნება რუსეთის გავლენის შესაბამისად, ინსპინირებული იმით, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებას ცდილობს. მეორე შეხედულება კი არის ის, რომ საქართველო დღეს ძალიან სერიოზული ეგზისტენციალური პრობლემების წინაშეა და ამავდროულად, ქვეყნის დემოკრატია სწრაფ დაღმავლას განიცდის რეგიონში. რატომ იყო გავრილოვის ღამე, ღამე, როდესაც ხელისუფლებამ შეტევა განახორციელა მშვიდობიან მომიტინგეებზე, მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მსგავსად სხვა კრიზისებისა, ამ შემთხვევამი, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების ნამდვილი სახე წარმოაჩინა. 

რაც ნათლად გამოჩნდა, იყო ის, რომ თუ აქამდე გვეგონა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უბრალოდ არაკომპეტენტური იყო, ამ ღამემ დაგვანახა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია თავისივე მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. ამ ღამის შემდეგ ხელისუფლების პასუხი, როგორც უკვე აღინიშნა, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები და ახლა განვითარებადი მოვლენები იყო. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავუკვირდეთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ხელისუფლება დგამდა ამ დროის განმავლობაში. 

რაც ამ ღამემ დაგვანახა იყო ის, რომ ბზარი, რომელიც მმართველ გუნდსა და საზოგადოებას შორის იყო, იმასთან დაკავშირებით თუ რა დოზით ვაპირებთ რუსეთის ტოლერანტობას საქართველოში და საერთოდ ვაპირებთ თუ არა, არის ძალიან ღრმა. საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩაში, რათა ხელისუფლება გაეპროტესტებინათ, რომელიც თავის პოზიციას აღარ წარმოადგენდა, სწორედ ეს იყო პროტესტის თემა",- თქვა მან.

სამადაშვილმა, აგრეთვე, თქვა, რომ ხელისუფლება არამხოლოდ ოპოზიციურ ძალებს, არამედ დამოუკიდებელ მედიასა და დამოუკიდებელ ბიზნესმენებსაც დევნის. მან ყურადღება გაამახვილა გუშინ, 8 სექტემბერს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე და თქვა, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულმა მთავარმა პირმა, რომლის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის პოსტიდაგადაყენებაც ათასობით დემონსტრანტის მოთხოვნა იყო, პრემიერმინისტრის პოსტი მიიღო.

"როდესაც ივანიშვილმა გაიაზრა, ვამბობ ივანიშვილს, ვინაიდან ეს ქვეყანა არაფორმალურად სწორედ ოლიგარქის მიერ იმართება, ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქის მიერ. მისი მიზანი თავისი ბიზნესის მართვაა, ვიდრე ქვეყნის მართვა, ხელისუფლების მართვა, რომელიც ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე. საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ, როდესაც ათასობით ქართველი ქუჩაში იყო გამოსული, ივანიშვილს ტაქტიკურად უკან დახევა და საარჩევნო სისტემის შეცვლა მოუწია. მეორე დღეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხი ავტორიტარულ ხელისუფლებასთან შესაბამისი იყო. ოპოზიციის ლიდერს, ჩემი კოლეგა ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება აღიძრა, ის ახლა შინაპატიმრობაშია. პარლამენტმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ კანონპროექტის რეზოლუცია მიიღო და ვფიქრობ, რომ ამ ოთახში ყველა ხვდება, რას ნიშნავს ეს, ეს არის გზა ოპოზიციური ძალის სასამართლოში დევნისთვის. 

ამის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ ისიც, თუ რა მოხდა საქართველოს პარლამენტში გუშინ, როდესაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულმა მთავარმა პირმა, რომლის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის პოსტიდან გადაყენებაც ათასობით დემონსტრანტის მოთხოვნა იყო, პრემიერმინისტრის პოსტი მიიღო. მან პირადად ჩვენი გვითხრა პარლამენტში, რომ ოპოზიციას დაგვასრულებდა მომავალ თვეში. როდესაც ის ოპოზიციის დასრულებაზე საუბრობს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოპოზიცია ამ ქვეყანაში ასობით ათასობით მოქალაქეს წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ვითარება გავაანალიზოთ. ამ ოთახში ივანიშვილის რეჟიმისგან დაზარალებულ ბევრ ადამინს ვხედავ, დემოკრატიული ოპოზიცია ამ ხელისუფლების ერთადერთი სამიზნე არაა, ასევეა დამოუკიდებელი მედია, რომელიც ხელისუფლების მზარდ ზეწოლას განიცდის, მთავარი სატელევიზიო არხიც ხელში ჩაიგდეს ჩვენი წინა წლის შეხვედრის შემდეგ. გარდა ამისა, ვხედავ ბიზნესმენებს, რომლებიც ასევე ხელისუფლების მზარდ ზეწოლას განიცდიან, ვინაიდან ისინი პოტენციურ ოპონენტებად ითვლებიან. 

რისი გაკეთების იმედიც ივანიშვილს ნამდვილად აქვს არის ის, რომ ყველა სერიოზული ოპონენტის დევნა დაიწყოს, განუსხვავებლად იმისა, არის ეს ძლიერი ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, თუ დამოუკიდებელი ბიზნესი". 

სიტყვით გამოსვლისას სალომე სამადაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო აჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირებაზეც ისაუბრა, რომელიც მისი პაარტიისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ენმსთვის 0%-იანი ბარიერი მიუღებელია. 

"ჩვენ დაგვპირდნენ 0%-იან ბარიერსა და პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და პარლამენტშიც ვაპირებთ ხმის მიცემას. თუმცა, რასაც ივანიშვილი რეალურად იმედოვნებს, არის ის, რომ ამ ახალი კონფიგურაციის ფარგლებში ის თავისი ძალაუფლების მოხვეჭას კვლავ შეძლებს და სწორედ აქაა საფრთხე. სწორედ აქ ვხედავთ მომავალი თვის პოტენციურ კრიზის. საქართველოს მოქალაქეებს, ვინც არიან  ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივატორები, თავიანთი ლოგიკა აქვთ. რაც უფრო ცდილობს ხელისუფლება დემოკრატიის გარღვევას, მით უფრო დიდია კრიზისის შესაძლებლობა. კრიზისი კი მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომელსაც ძირს გამოუთხრის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისკენ სწრაფვას, ძირს გამოუთხრის ჩვენი ქვეყნის ნატოში გაერთიანებას",-თქვა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა თავისი სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო თანამეგობრობისა და დასავლეთის მხარდაჭერის იმედზე საუბრით დაასრულა, მისი თქმით, ქართველი ადამიანები უდაოდ დასავლეთში ხედავენ იმედსა და მხარდაჭერას და ისინი მზად არიან ძალიან ბევრი გაიღონ დემოკრატიისთვის.

"დავასრულებ იმით, რომ მომავალ თვეში საერთაშორისო თანამეგობრობის როლი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მწვავე გარემოში არბიტრაჟს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავად აირჩიონ ის ხელისუფლება, რომელიც თავიანთ ქვეყანას წარმართავს. მათი მოლოდინები, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან მაღალია.

რუსული პროპაგანდა ამ ქვეყანაში ხშირად საუბრობს იმაზე, რომ დასავლეთისგან არანაირ სარგებელი არაა, ეს ის მხარეა, სადაც მზე ჩადის. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც, როდესაც საბჭოთა საქართველოს მმართველი იყო, ფიქრობდა, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, შესაბამისად, რუსეთიდან. მე სოლარულისისტემის წესების შეცვლას არ ვცდილობ, ვიცი რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთისკენ ჩადის, მაგრამ ჩემი თამოქალაქეები, ქართველი ადამიანები, უდაოდ, დასავლეთში ხედავენ იმედსა და მხარდაჭერას, ისინი მზად არიან ძალიან ბევრი გაიღონ დემოკრატიისთვის, რისი გამოხატულებაც მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ განვითარებული მოვლენებიც იყო. ჩემი გამოწვევა იქნება, რომ მივიღოთ ნამდვილი სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად",- თქვა მან.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - დღეს, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები