თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

თალაკვაძე: პირველი მმართველი პარტია ვართ, ვინც პროპორციულს მთავრობაში ყოფნისას მიემხრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ქართული ოცნება პირველი მმართველი ძალაა, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მთავრობაში ყოფნისას გადაწყვიტა.

"ვენ ერთი წლის წინ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა მთლიანად გადავიდეს საპარლამენტო წყობაზე. გადავწყვიტეთ აგრეთვე ისიც, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ვერცერთმა წინა მთავრობამ გაბედა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ პარტიები, ვინც მთავრობაში იყვნენ, ამას მოითხოვდნენ მთავრობის დატოვების შემდეგ. ამდენად, ჩვენ პირველი მმართველი პარტია ვართ, ვინც ეს გადაწყვეტილება მთავრობაში ყოფნისას მიიღო," - ამბობს თალაკვაძე.

"მაკკეინის ინსტიტუტისა" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებული კონფერენცია - Now What? - დღეს, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციას საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები