პროპორციული საარჩევნო სისტემა

თალაკვაძე: პროპორციულზე გადასვლა შარშან გადავწყვიტეთ, წელს კი არა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, შერეული საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულით ჩანაცვლებულიყო.

"არის ფაქტები და აღქმა, ფაქტი კი ისაა, რომ მივიღეთ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია. ფაქტი ისაა, რომ ერთი წლის წინ, სანამ რაიმე პროტესტს ექნებოდა ამ ქვეყანაში ადგილი, ჩვენ მივიღეთ მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შეგვეცვალა საარჩევნო სისტემა. ეს შარშან მოხდა, წელს კი არა. ამის გარშემო კონენსუსი არ ყოფილა, თუმცა დღეს ფაქტია, რომ ყველა კმაყოფილია გადაწყვეტილებით და ოპოზიცია იყენებს ახალ ინსტუმენტებს, რომელიც უზრუნველყოფილია ახალი კონსტიტუციით და ახალი პროცედურული წესებით, ეს ფაქტია," - თქვა თალაკვაძემ.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას, ქართული ოცნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2024 წლის არჩევნებისთვის გეგმავდა. 2020 წლის სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ბიძინა ივანიშვლმა განაცხადა 2019 წლის 24 ივნისს, გავრილოვის ღამისა და მომდევნო დღეებში მიმდინარე პროტესტის ფონზე.

მაკკეინის ინსტიტუტისა" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებული კონფერენცია - Now What? - დღეს, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციას საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები