მოდა

კაია ბერგერს დაბადების დღეზე ისევე ეცვა, როგორც დედას სინდი კროუფორდს 1992 წელს

0 კომენტარი
კაია ბერგერი/სინდი კროუფორდი

კაია ბერგერს თავისი 18 წლის იუბილეს აღსანიშნავ წვეულებაზე ვერსაჩეს ისეთივე ტანსაცმელი ეცვა, როგორიც დედამისს სინდი კროუფორდს 1992 წელს MTV-ის დაჯილდოებაზე.

ორივე ტანსაცმელი ვერსაჩეს კოლექციიდან არის, თუმცა მათ შორის ერთი განსხვავება იყო - სინდი კროუფორდს დაჯილდოებაზე ტყავის კორსეტი შავ გრძელ ქვედაბოლოსთან ერთად ეცვა, კაია ბერგერმა კი ტყავის კორსეტის ჩაცმა ტყავისვე მოკლე ქვედაბოლოსთან ერთად გადაწყვიტა.

კაია ბერგერის დაბადების დღე 3 სექტემბერს იყო, თუმცა მისი წვეულება 6 სექტემბერს მოეწყო. წვეულებაზე სხვადასხვა ცნობილი ადამიანები იმყოფებოდნენ, მათ შორის იყვნენ ტოპ მოდელი კაილი ჯენერი და თავად სინდი კროუფორდი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები