მედია რუსეთში

Meduza-ს ივან გოლუნოვს მოკლული რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას ჯილდო გადაეცა

8 სექტემბერს ჟურნალისტების სოლიდარობის საერთაშორისო დღეს Meduza-ს გამომძიებელმა ჟურნალისტმა ივან გოლუნოვმა მოკლული რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას Kamerton-ის ჯილდო მიიღო.

ჯილდო 2013 წელს, პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან  მე-7 წელს, დაარსდა და გადაეცემა პროფესიონალ ჟურნალისტებს სიმამაცისთვის, თავისუფალი სიტყვის დაჟინებული მოთხოვნისთვის გადაეცემათ.

გოლუნოვმა თქვა, რომ ის იმედოვნებდა, რომ იმ ვითარებაში , რა ვითარებაშიც ივნისში თავად აღმჩნდა, არავინ ჩავარდებოდა.

შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. ფართომასშტაბიანი სოლიდარობის კამპანიის დაწყების შემდეგ კი გოლუნოვი დროებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას წინააღმდეგ საქმე 11 ივნისს შეწყდა - ოფიციალური მიზეზი საკმარისი სამხილების არარსებობაა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის დაკავების საქმეში ჩართული პოლიციის ორი გენერალი გაათავისუფლა.

პოლიტკოვსკაია ერთერთი იმ ჟურნალისტთაგანია, ვინც პუტინის მმართველობის პერიოდში საეჭვო გარემოებებში მოკლეს. Новая газета-ს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. 2015 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ ჩეჩნეთის მკვიდრნი, ლომ-ალი გაიტუკაევი და რუსტამ მაჰმუდოვი მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო. სულ აღნიშნულ საქმეზე თავისუფლების აღკვეთა ხუთ პირს მიესაჯა. 2017 წლის ივნისში გაიტუკაევი ციხეში გარდაიცვალა. მკვლელობის დამკვეთის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობის არაეფექტიანი გამოძიებით, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი – სიცოცხლის უფლება.

კომენტარები