აშშ

ტრამპი: თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია

დონალდ ტრამპი
Time

9 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თალიბანის ლიდერებთან მოლაპარაკებები "მკვდარია".

"ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანების მოკვლით მოლაპარაკებებში უკეთეს პოზიციებზე აღმოჩნდებოდნენ. რაც მოხდა არის, ის რომ მათ მოკლეს 12 ადამიანი, რომელთაგანაც ერთერთი დიდებული ამერიკელი ჯარისკაცი იყო. თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, თქვენ ამას ჩემთან ვერ გააკეთებთ. ამიტომ [მოლაპარაკებები] მკვდარია," - აღნიშნა ტრამპმა.

თვეების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებები 7 სექტემბერს შეწყდა, როდესაც ტრამპმა დააანონსა, რომ დევიდ კემპში თალიბანთან და ავღანეთის პრეზიდენტთან აშრაფ განისთან საიდუმლო მოლაპარაკებებს წყვეტა.

ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების შეწყვეტა მისი იდეა იყო.

5 სექტემბერს ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა 12 ადამაინი მოკლა, მათ შორის ერთერთი აშშ-ის ჯარისკაცი იყო. აფეთქება ავღანეთის NATO-ს სამხედრო ძალების სათაო ოფისისა და აშშ-ის საელჩოს მახლობლად მოხდა. 

2 სექტემბერს თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა 16 მოკლა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

გასულ კვირას აშშ-ის მომლაპარაკებელმა მშვიდობის საკითხებში ზალმაი ხალილზადმა თქვა, რომ ორივე მხარეს შედგენილი ჰქონდა ჩარჩო შეთანხმება, რომლის თანამხადაც, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. ხელმოწერამდე შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრმპს უნდა დაემტკიცებინა.

7 აგვისტოს ქაბულის პოლიციის შენობასთან თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მანქანაში აიფეთქა. შედეგად დაშავდა სულ მცირე 95 ადამიანი. 

ამ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე თალიბანმა 28 სექტემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის მოწოდებით განცხადება გაავრცელა და დაიმუქრა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას თავდასხმებს მოაწყობენ.

ამავდროულად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ორი სამალავი აიღეს. მოკლულია 2 ტერორისტი. ამოიღეს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები.

თავდასხმამდე 1 კვირით ადრე დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ავღანეთიდან 6,000-მდე ჯარისკაცის გამოსაყვანად ემზადებოდა.

ამჟამად ავღანეთში 14,000 ამერიკელი სამხედროა, რაც 8-9 000-მდე შემცირდება, იმ რაოდენობამდე, რაც დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პორტის დაკავების დროს იყო.

შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფს ალ-ქაიდას და დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.

გეგმა თალიბანთან ზალმაი ხალილზადის, ავღანეთში დაბადებული ამერიკელი დიპლომატის მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა. ის მოლაპარაკებების საწარმოებლად დონალდ ტრამპმა დანიშნა. შეთანხმება ავღანეთში სექტემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შედგეს.

ხალილზადმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კატარში უახლოეს პერიოდში გაიმართებოდა. 

თალიბანი ამ დრომდე ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობდა, მათ მარიონეტულ რეჟიმს უწოდებდა და ამბობდნენ, რომ პირველ რიგში აშშ-სთან მათი ჯარების თაობაზე შეთანხმებისთის უნდა მიეღწიათ.

კომენტარები