მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები

ბეზოსი VS როკფელერი—ვინ უფრო მდიდარია, ისტორიაში უმდიდრესი ადამიანების ქონების ფასი დღეს

bwbx.io

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ქონება, დაახლოებით 117 მილიარდი დოლარია. 54 მილიარდია დედამიწის უმდიდრესი ქალის, ფრანსუა ბეტანკურ-მეირსის ქონება, რომელმაც მემკვიდრეობით კოსმეტიკური კომპანია, L’Oréal-ი მიიღო.

საინტერესოა, რა მიმართებაშია პლანეტის ამჟამინდელი უმდიდრესი ადამიანების სიმდიდრე, წარსული დროის უმდიდრესი პერსონების სიმდიდრესთან. ამ კუთხით არიან ადამიანები ვინც რეალური გადათვლითი უფრო მდიდრები იყვნენ, ვიდრე ჩვენი დროის უმდიდრესი ადამიანები. 

მთელი ბიზნეს კარიერის განმავლობაში ჯონ როკფელერმა 1,5 მილიარდი დააგროვა, რაც დღევანდელი კურსით, დაახლოებით 26 მილიარდ დოლარს უტოლდება. უნდა ითქვას, რომ 26 მილიარდი ზუსტად არ ასახავს, იმ მსყიდველობით უნარს, რაც მაშინ ამ ფულს გააჩნდა. ზუსტი რიცხვების გასაგებად ეს თანხა მაშინდელი აშშ-ს მშპ-ს უნდა შევადაროთ. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ჯონ როკფელერის ქონება 1937 წელს აშშ-ს მშპ-ს 1,6%-ს შეადგენდა. თუ ამ პროცენტულ მაჩვენებელს აშშ-ს დღევანდელ მშპ-ს შევადარებთ, ჯონ როკფელერი ჯეფ ბეზოსზე თითქმის სამჯერ მდიდარი გამოდის.

ქვევით წარმოგიდგენთ მსოფლიო ისტორიის რამდენიმე უმდიდრეს ადამიანს და მათი ქონების დღევანდელ ღირებულებას.

ჯონ როკფელერი (1839-1937) — $331 მილიარდი: ნავთობის მაგნატი, მიჩნეულია მსოფლიოში პირველ მილიარდერად.

ენდრიუ კარნეგი (1835-1919) — $321 მილიარდი: 1901 წელს თავის დაარსებული ფოლადის მწარმოებელი კომპანია 480 მილიონ დოლარად J.P. Morgan-ს მიჰყიდა.

კორნელიუს ვანდერბილტი (1794-1877) — $238 მილიარდი: გემთმშენბლობისა და რკინიგზის გიგანტი, ადამიანი, რომელმაც ნიუ-იორკის ცენტრალური დიდი სადგური ააშენა.

ჯონ ჯეიკობ ასტორი (1763-1848) — $169 მილიარდი: ვაჭარი, რომელმაც კაპიტალი ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარზე დააბანდა.

ჯეიმს ბრიჯესი (1673-1744) — $41 მილიარდი: პირველი ბრიტანელი მილიონერი სამხრეთის ზღვის აუზში.

ჯონ სპენსერი ( — 1610) — $53 მილიარდი: ვაჭარი, რომელიც თურქეთთან და ესპანეთთან ვაჭრობით გამდიდრდა, მოგვიანებით კი ლონდონის მერ-ლორდი გახდა.

ელეონორა აკვიტანელი (1122-1204) — $25 მილიარდი: მმართველი დედოფალი და ევროპული მიწების ჰერცოგინია.

ალენ წითური (1040-1093) — $203 მილიარდი: უილიამ დამპყრობლის ბიძაშვილი, წილად ერგო ფართო მიწები ნორმანდიის დაპყრობის შემდეგ.

გაიუს აპულეიუს დიოკლესი (104წ. ძვ.წ.) — $28 მილიარდი: ანტიკური რომის ეტლით მბრბოლელი და შეჯიბრის სამგზის გამარჯვებული, ქონებით შეეძლო რომის საკმარისი მარცვლეულით მომარაგება ერთი წლის განმავლობაში.

მარკუს ლიცინიუს კრასუსი ( ძვ.წ. 115-53 ძვ.წ.) — $ 210 მილიარდი: რომაელი პოლიკოსი და გენერალი, ჩაახშო სპარტაკის მონათა აჯანყება.

წყარო: Bloomberg

კომენტარები