ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ორ გამშვებ პუნქტზე ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ორ გამშვებ პუნქტზე ე.წ საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. ამის შესახებ სააგენტო რეს-ი ცხინვალის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

დე ფაქტო მთავრობის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან დაძაბული ურთიერთობით არის გამოწვეული.

"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გამშვებ პუნქტებზე "რაზდახანსა" და "სინაგურში" მუშაობა დროებით წყდება"- წერია განცხადებაში. 

მათივე ცნობით, ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებენ.

კომენტარები