მარტო სახლში

ფილმი HOME ALONE სისხლიან თრილერად გადააკეთეს (VIDEO)

0 კომენტარი
ფოტო: COURTESY 20TH CENTURY FOX

ერთ-ერთმა Youtube არხმა, კრის კოლუმბუსის ფილმი "მარტო სახლში" სისხლიან თრილერად გადააკეთა, რომელშიც კევინ მაკკალისტერი მანიაკად წარმოაჩინა. 

ვიდეოში სიუჟეტი სხვაგვარად ვითარდება. ბანდიტები, ჰარი და მარვინი ამ ვიდეოში ჩვეულებრივი მეგობრები არიან, რომლებმაც ბინა Airbnb-ზე იქირავეს, თუმცა სახლში შესვლისთანავე კევინი მათ სასტიკად გაუსწორდათ. ამავდროულად ჰარისა და მარვინს ტყუპი ძმებიც ყავთ, რომლებიც ასევე კევინის სახლში მოდიან, რომ შობას ოჯახთან ერთად შეხვდნენ, თუმცა სერიული მკვლელი მათაც არ დაინდობს. 

იმავე Youtube არხმა უფრო ადრე იგივე ვიდეო ფილმ "შურისმაძიებლების" მიხედვით გააკეთა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები