ფოტოგრაფია

ფოტოები: ეპიკური ბრძოლა 9 მეტრიან ანაკონდასა და ნიანგს შორის

0 კომენტარი
ფოტო: News

ფოტოები, რომლებიც ამაზონის ჯუნგლებში 9 მეტრიან ანაკონდასა და ნიანგს შორის ეპიკურ ბრძოლას ასახავს, ველური ბუნების ფოტოგრაფმა გადაიღო.

მწვანე ანაკონდა 1.8 მეტრიან კაიმანს, ნიანგის ერთ-ერთ სახეობას თავს დაესხა. შემთხვევა პანტანალში, ბრაზილიაში მოხდა.

ბუნების ფოტოგრაფი, 58 წლის კევინ დული, იღბლიანი აღმოჩნდა და ამ კადრების გადაღება შეძლო. 

”ნავში ვიჯექი, როდესაც ეს მოხდა. ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს, მსგავსი რამ არასდროს გადამიღია. ეს ყველაფერი დაახლოებით რვა წუთში მოხდა. ანაკონდამ კაიმანს ფეხები მოატეხა და ვფიქრობ, საბოლოოდ კაიმანი მოკლა",- თქვა მან.

იხილეთ ფოტოები:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები