ქუთაისი

"ესაუბრო ამ ხელისუფლებას, იგივეა ნაყო წყალი" - წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა

PRIME TIME

"ესაუბრო ამ ხელისუფლებას, იგივეა ნაყო წყალი", - პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის შენობის წინ წყალი დანაყა.

გოგი წულაიამ ამ პერფორმანსით ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის ავტომობილის "თხოვება" გააპროტესტა.

"ადგა ჩვენი ქალაქის მერი და ჯიპი "ტოიოტა" 2008-წლიანი, ათხოვა ჭიათურას. აქ ჩანს მათი მიდგომები, რომ რატომღაც თვლიან, რომ ეს ბებიამისის მიერ დატოვებული ქონება, ამ ბიუჯეტით, ჩვენი თანხებით ნაყიდი ქონება და უნდა გააჩუქებენ, უნდა არ გააჩუქებენ. ამას თავისად თვლიდა წინა ხელისუფლება და თავისად თვლის ეს ხელისუფლება. ესაა ტრაგედია, ეს არის ის მიდგომა, რამაც ქალაქი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც არის ის ახლა არის, ნომერი პორველია ემიგრაციით ქალაქი ქუთაისი", - ამბობს წულაია.

კომენტარები