გია ვოლსკი

ვოლსკი ჯაფარიძეზე: თუ 221 ათასის ჩადება უნდა განათლებაში, ჩადოს, ფული არა აქვს თუ რა?

უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ბიზნესმენ ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჯაფარიძე ამბობს, რომ "პატივისა და ღირსების შელახვისთვის" ვოლსკის უჩივლებს. 

ვოლსკის თქმით, პოლიტიკა და საზოგადოებრივი საქმიანობა თავშესაფარი არ არის მაშინ, როცა 17 მილიონის აორთქლებას გედავებიან. მისივე თქმით, ჯაფარიძემ და ხაზარაძემ სჯობს, ბრალდების კითხვებს უპასუხონ და არა იმ ადამიანებს ედაონ, რომლებსაც პოლიტიკაში მათ წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებენ.

"შემოდიხარ პოლიტიკაში, უნდა გქონდეს პასუხები საკითხებთან დაკავშირებით და არა ყურადღების მიქცევის ეს ახალი ფანდი. თუ 221 ათასის ჩადება უნდა განათლებაში ჩადოს, რა ფული არა აქვს თუ რა? თუ უნდა რომ მე კრედიტი მომცეს, ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქიდან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის თუ სხვა ქველმოქმედებისთვის. რა უბედურებაა ეს, რა არის?! გადაწყვიტა რომ ამითი ყურადრებას მიიქცევს და უფრო გაიძლიერებს პოზიციებს?"- ამბობს გია ვოლსკი.  

დღეს, 10 სექტემბერს, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ facebook-ზე დაწერა, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს. ჯაფარიძემ დაწერა, რომ ის ასევე მოითხოვს, ვოლსკის ფინანსური სანქცია, 221 952 ლარის ოდენობით დაეკისროს, რომელიც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩაიდება.

კომენტარები