თამარ შავგულიძე

ტორონტოს კინოფესტივალზე თამარ შავგულიძის ფილმის ჩვენებაზე დარბაზი სავსე იყო

ტაბულა

თამარ შავგულიძის ფილმის „კომეტები“ ჩვენება ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში – „აღმოჩენები“ გაიმართა და დარბაზიც სავსე იყო. 


ფოტო: GNFC


ფოტო: GNFC


ფოტო: GNFC

ფილმის სცენარზე თავად რეჟისორმა იმუშავა. "კომეტების" პროდიუსერები არიან თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შერვაშიძე, ოპერატორი – გიორგი შველიძე. მთავარ როლებს ნინო კასრაძე, ქეთევან გეგეშიძე,ნინა მაზოდიერი, კატო კალატოზიშვილი,  და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ.

[video:https://vimeo.com/343621133]

კომენტარები