რუსეთის ადგილობრივი არჩევნები

არყით მოსყიდვა, ნიღბიან ცხენოსანთა ჯგუფი და სხვა - რუსეთში არჩევნებმა დარღვევებით ჩაიარა

0 კომენტარი
ვლადიმერ პუტინი ფოტო: Vanity Fair

8 სექტემბერს რუსეთში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა უამრავი დარღვევით ჩაიარა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენს ერთად აგდგებდა.

ერთერთ ვიდეოში ჩანს, რომ ქალბატონმა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაგდება თავად ვერ მოახერხა და ამაში იქვე მყოფი ორი ქალი დაეხმარა.

მათ, ვინც ბიულეტენების შეკვრას საარჩევნო ყუთში აგდებდა, პოლიცია არ აკავებდა. 

კრასნოიარსკის ოლქისა და ტუვის რესპუბლიკის საზღვარზე ნიღბიანმა ცხენოსანთა ჯგუფმა, რომელთაგან ზოგიერთი შეიარაღებული იყო, ჟურნალისტებითა და დამკვირვებლებით სავსე ავტობუსი გააჩერა.

მათ უთხრეს რომ საზღვარი დაკეტილი იყო, ცოტა ხანში კი მძღოლმა აღმოაჩინა, რომ ავტობუსის საბურავები დაშვებული იყო და იძულებულნი იყვნენ უკან გაბრუნებულიყვნენ.

"არ ველოდებოდით ასეთ შუა საუკუნეების ტაქტიკებს," - აღნიშნა ჟურნალისტმა ალექსანდერ კოტენევმა

პერმში ნავალნის ადგილობრივი შტაბის ინფორმაციით, პუტინის პარტიის დეპუტატის მეუღლე 100 გრამი არყის სანაცვლოდ ამომრჩევლებს მისი მეუღლისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა. ერთერთმა ამომრჩეველმა დაადასტურა, რომ ამისთვის 100 გრამი არაყი შესთავაზეს.

არჩევნებზე მუქი შუშის საარჩევნო ყუთებიც შენიშნეს, მაშინ, როდესაც კანონით ყუთები გამჭვირვალე უნდა იყოს. 

Golos-ის ინფორმაციით, სულ 1700 დარღვევა დაფიქსირდა, აქედან 560-ზე მეტი მოსკოვში, 220 სანქტ-პეტერბურგში. 

აღნიშნული დარღვევების მიუხედავად მოსკოვის ცესკოს უფროსმა ვალენტინ გორბუნოვმა განაცხადა, რომ "არანაირი დარღვევა ყოფილა".

"ალბათ, ყველაზე ემოციური და რეალური კონკურენცია იყო მთელ უკანასკენ ისტორიაში," - წერს მოსკოვის მერი სეგეი სობიანინი Twitter-ზე.

ერთიანმა რუსეთმა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ხაბაროვსკის რეგიონში რეგიონალურ პარლამენტში მხოლოდ 2 ადგილი მოიპოვა. თუმცა, ადგილობრივ არჩევნებზე რუსეთის სხვა რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები ლიდერობდნენ. 

მოსკოვის საკრებულოს მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე პუტინის პარტიამ "ერთიანი რუსეთი" რამდენიმე ადგილი დაკარგა - 45 ადგილიდან 25 ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი კომუნისტურმა პარტიამ დაიკავა 13 ადგილით. ოპოზიციურმა პარტიამ იაბლოკო 4 ადგილი მოიპოვა, ხოლო სამართლიანმა რუსეთმა - 3. 

მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში პარტიას "ერთიანი რუსეთი" ოფიციალურად არცერთი კანდიდატი წარუდგენია, თუმცა აღნიშული 25 გამარჯვებულიდან 9 "ერთიანი რუსეთის" აქტიური წევრები არიან, რომლებიც დამოუკიდებელ კანდიდატებად იყრიდნენ კენჭს, 3 - ხელისუფლების მომხრე ასოციაცის "ჩემი მოსკოვი" წარმომადგენელია, ხოლო სხვა 13 დამოუკიდებელ კანდიდატს მოსკოვის მერია უჭერდა მხარს. ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატებად კენჭისყრის მიზეზად პარტიის "ერთიანი რუსეთი" რეიტინგის დაცემა სახელდება.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოკავშირეებს მოსკოვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა ნავალნიმ მოსახლეობას "ჭკვიანი ხმის მიცემისკენ" მოუწოდებდა. ის "ერთიანი რუსეთის" კანდიდატების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა.

ივლისში კანდიდატებს, რომლებსაც სექტემბერში ჩანიშნულ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ 6 ივლისის ჩათვლით 4 500 ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ. ხელმოწერების შესაგროვებლად ისინი რამდენიმე კვირა კამპანიას აწარმოებდნენ. საარჩევნო კომისიაში მიტანილ ხელმოწერებზე კი მათ განუცხადეს, რომ ხელმოწერათა დიდი ნაწილი არავალიდური იყო - სახელები, მისამართები, პასპორტის დეტალები არასწორი იყო. 

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართებოდა. პოლიციამ აქციები ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დაკაავა. აქციების დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია. (75 ათასი დოლარი). ამ დროისთვის ამ ოპოზიციონერების უმეტესობა ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები