ხოაკინ ფენიქსი

ხოაკინ ფენიქსმა ტორონტოს ფესტივალზე თავის გარდაცვლილ ძმაზე, რივერ ფენიქსზე ისაუბრა

0 კომენტარი
ხოაკინ ფენიქსი ტორონტოს საერთაშორისო კინოს ფესტივალზე, 2019 წელი ფოტო: getty images

ტორონტოს საერთაშორისო კინოს ფესტივალის წვეულებაზე, ჯოკერის როლის შემსრულებელმა ხოაკინ ფენიქსმა იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებმაც მის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ერთ-ერთი მათგანი ხოაკინ ფენიქსის თქმით, მისი გარდაცვლილი ძმა რივერ ფენიქსი იყო.

"15 ან 16 წლის ასაკში, როდესაც ჩემი ძმა რივერი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, მას ფილმი "Raging Bull" ჰქონდა ჩაწერილი, დამსვა და ამ ფილმს მაყურებინა. შემდეგ დილას გამაღვიძა და ფილმისთვის კიდევ ერთხელ მაყურებინა. შემდეგ კი მითხრა - "შენ კვლავ დაიწყებ მსახიობობას, ეს არის რის გაკეთებასაც აპირებ". მას ჩემთვის კითხვით არ მოუართავს, მან ეს მითხრა და მე ვალში ვარ მასთან, რადგან მსახიობობამ გასაოცარი ცხოვრება მომცა", - თქვა მსახიობა.

რივერ ფენიქსი 1993 წელს 23 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედოზირებით მოკვდა.

ხოაკინ ფენიქსმა სიტყვის წარმოთქმისას მადლობა გადაუხადა ოჯახის სხვა წევრებსაც - დედას, მამას და მის დებს.

"ემოციების მოზღვავება მაქვს, რადგან ვფიქრობ ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც ძალიან ძირეული გავლენა მოახდინა ჩემზე. როდესაც კლიპებს ვუყურებდი ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი. ჩემს დებზე რეინზე, ლიბერთიზე და სამერზე, რომლებიც ახლაც ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან", - თქვა მსახიობმა.

ხოაკინ ფექნისი საუბრისას მის შეყვარებულს რუნი მარასაც შეეხო, რომელსაც "The Girl With The Dragon Tattoo"-ში ლიზბეტ სალანდერის როლი აქვს შესრულებული.

" და ბოლოს - სადღაც აქ, ზუსტად არ ვიცი სად, არის ბინძური დრაკონი, რომელსაც მინდა რომ ფრთები მოვპარო, საბანი გადავიფაროთ და სამუდამოდ მასთან ერთად დავიძინო. მე შენ მიყვარხარ, მადლობა", - მიმართა მსახიობმა რუნი მარას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები