თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

სესიაშვილი: ერთი მხრივ კონფერენციაა, მეორე მხრივ კოლეგა, რომელსაც შეხედულებების დაცვა სურდა

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ირმა ინაშვილი თავისი პოლიტიკური პოზიციების დაცვას ცდილობდა, რაშიც გასაკვირი არაფერია.

"რაც შეეხება ამ ინციდენტს, ჩემთვის პირადად არასასიამოვნო იყო ხილვა. ერთი მხრივ, არის კონფერენცია, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ ტარდება და მეორე მხრივ, არის კოლეგა, რომელსაც თავისი პოლიტიკური შეხედულებების დაცვა სურდა და ვიხილეთ ინციდენტი, ის, რაც მოხდა. მე მივიღე ის ინფორმაცია, რაც მედიით გავრცელდა. ის თავისი პოლიტიკური პოზიციების დაცვას ცდილობდა და აქაც გასაკვირი არაფერი არ არის. ამიტომ ამ პროცესში ეს ინციდენტი სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა",- თქვა მან.

დღეს, 10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს. 

ირმა ინაშვილთან ერთად თბილისი რუმსში, სადაც კონფერენცია იმართებოდა ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც იმყოფებოდა, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა.

კომენტარები