რადიოქალაქი

რადიოქალაქის ტერიტორია თემურ უგულავას კომპანიამ იყიდა და მულტიფუნქციურ სივრცეს მოაწყობს

MYVIDEO/ „რადიო ქალაქის“ პროექტი იწყება - როგორი იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი მუხიანში

მუხიანის ყოფილი რადიოქალაქის ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა შპს ინდუსტრიულმა ქალაქმა.

ტერიტორიაზე, რომელიც მერიას ჰქონდა გატანილი აუქციონზე, იგეგმება მულტიფუნქციური სივრცის მოწყობა.

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ მომდევნო ოთხ წელიწადში უნდა შეასრულოს 8 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო ვალდებულება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოეწყობა კვების ობიექტები, სავაჭრო, სპორტული, სარეკრეაციო და სამუშაო-საწარმოო სივრცეები, ასევე კინოთეატრები, მედიათეკა და მეცნიერებათა მუზეუმი.

ინდუსტრიული ქალაქის 100%-იანი წილის მფლობელი შპს სიტი ლოფტია, რომლის 100%-იან წილს, თავის მხრივ, თემურ უგულავა ფლობს. ორივე კომპანიის დირექტორი ვალერი ჩეხერიაა, რომელიც Adjara Group-ის გენერალური დირექტორიცაა.

უგულავას და ჩეხერიას უკავშირდებათ ისეთი პროექტების განვითარება, როგორებიცაა ფაბრიკა, სტამბა და Holiday Inn თბილისში, ასევე ROOMS თბილისში, ყაზბეგსა და კოხტაზე.

კომენტარები