ოლეგ სენცოვი

სენცოვი: რუსეთში პატიმრებზე ცნობიერების ასამაღლებლად ყველაფერს გავაკეთებ

0 კომენტარი
ოლეგ სენცოვი ფოტო: REUTERS

10 სექტემბერს უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა განაცხადა, რომ რუსეთში პატიმრებზე ცნობიერების ასამაღლებლად ყველაფერს გააკეთებდა. 

"მე უკვე ვთქვი, რომ ამ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად ყველაფერს გავაკეთებ," - თქვა რეჟისორმა.

სენცოვმა რუსეთის პოლიტიკურ პატიმრებზე განაცხადა, რომ მათ დახმარება სჭირდებოდათ - "ყველა მათგანი კრემლის პატიმარია, ისინი არიან ადამიანები, ვინც პუტინის გამო იტანჯებიან და მათ დახმარება სჭირდებათ".

სენცოვმა ისიც თქვა, რომ ის უკრაინელი და რუსი პოლიტიკურ პატიმრების უფლებების ადვოკატირებას გააგრძელებდა. ოლეგ სენცოვი წიგნის გამოქვეყნებას და მეტი ფილმის გადაღებას გეგმავს. 

პატიმრობის მანძილზე ოლეგ სენცოვი წერილებს, სცენარს, წიგნებსა და დღიურს წერდა.

"ყოველდღე მე ვწერდი დღიურს და არ ვიცოდი წინ რა მელოდა," - თქვა ოლეგ სენცოვმა.

უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყირიმში ტერორისტული აქტის მომზადების საქმეში თავისუფალია. სენცოვი მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში 7 სექტემბერს გათავისუფლდა. რუსეთის სასამართლომ სენცოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის პერიოდში სენცოვმა არაერთხელ მიმართა, პროტესტის უკიდურესს ფორმას შიმშილობას.

"ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა, გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორია", - განაცხადა თვითმფრინავიდან ჩამოსულმა სენცოვმა.

სულ გაცვლილია 70 პატიმარი, უკრაინის 35 და რუსეთის 35 მოქალაქე. გათავისუფლებულებს შორის არის 24 უკრაინელი სამხედრო მეზღვაური. ასევე, გათავისუფლდა უკრაინაში რუსული გამოცემა რია ნოვოსტის მთავარი რედაქტორი, კირილ ვიშინსკი და მალაიზიური ბოინგ MH-17-ის ჩამოგდებაში ბრალდებული ვოლოდიმირ ცემახი

Open Russia-ს ინფორმაციით, 2015 წლის შემდეგ რუსეთში პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი 6-ჯერ გაიზარდა. Russia’s Memorial ადამიანთა უფლებების ჯგუფის ივლისის ინფორმაციით, რუსეთში 297 პოლიტიკური პატიმარია. 4 წლის წინ რუსეთში პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი 50 იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები