APPLE

ტრიპოფობიის მქონე ადამიანები ახალ Iphone 11-ს აკრიტიკებენ

CNN

Apple-ის ახალმა პროდუქტმა, Iphone 11-მა მომხმარებელთა ნაწილის აღფრთოვანება გამოიწვია. თუმცა, გამოჩდნენ ისეთებიც, ვისაც Iphone 11-ის დიზაინი აღიზიანებს. ახალ Iphone-ს ტრიპოფობიის მქონე ადამიანები აკრიტიკებენ. 

ტრიპოფობიის მქონე ადამიანები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ Iphone 11-ის სამი კამერა ობობის თვალებს ჰგავს და მათ გაღიზიანებას იწვევს.  

"უკვე წლებია ტრიპოფობია მაქვს და ახალი Iphone 11-ის ფოტოები სურვილს მიჩენს, ყველაფერს ცეცხლი წავუკიდო. შეჩერდით,"- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში. 

სიტყვა ტრიპოფობია ბერძნულიდან მოდის. Trypho მომაბეზრებელ ხვრელებს ნიშნავს, Phobia კი შიშს. ტრიპოფობიის მქონე ადამიანებს ერთად თავმოყრილი ხვრელების შიში აქვთ და მსგავსი ფოტოები აღიზიანებთ. 2013 წელს ტრიპოფობიას ხვრელების შიში უწოდეს, კვლევის მიხედვით ადამიანები მათ ობობის, მორიელისა და გველის ნაკბენთან აიგივებენ. ტერმინ ტრიპოფობიას არ აღიარებს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია. 

ახალი Iphone 11 Apple-მა 10 სექტემბერს, კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში წარადგინა. კომპანიამ ძირითადი აქცენტი კამერაზე გააკეთა. ერთი ლინზის ნაცვლად, Iphone 11-ს სამი ლინზა აქვს, რაც სხვადასხვა რაკურსით ბევრად მეტი ფოტოს გადაღების საშუალებას იძლევა. 

კომენტარები