უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ოლიგარქ იგორ კოლომოისკის შეხვდა

0 კომენტარი
ვოლოდიმირ ზელენსკი ფოტო: Ukrainian Presidential Press service

10 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინაუგურაციის შემდეგ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის პირველად შეხვდა

პრეზიდენტი ადმინისტრაციის განცხადებით, ზელენსკიმ და კოლომოისკიმ ბიზნეს კლიმატი და უკრაინის ენერგო სექტორი განიხილეს. სხვა დეტალები უცნობია. 

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ბოგდანიც ესწრებოდა, ვისი კლიენტიც ერთ დროს კოლომოისკიც იყო. 

ზელენსკის კოლომოისკისთან საეჭვო კავშირის ქონაში ადანაშაულებენ. ოლიგარქი უკრაინის ერთერთ წამყვან ტელევიზიას "1+1" ფლობს, რომელიც ზელენსკის კამპანიას მხარს უჭერდა. ზელენსკის თქმით, ამაში უცნაური არაფერი იყო, რადგან უკრაინაში ყველა დიდ ბიზნესს ოლიგარქები ფლობენ. კოლომოისკის თაღლითობის ბრალდებით სამართლებრივი დავა ჰქონდა პოროშენკოს მთავრობასთან. მისი PrivatBank - ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკი 2016 წელს სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდა. 

ზელენსკი უარყოფს მოსაზრებას, რომ ის კოლომოისკის PrivatBank-ის დაბრუნებაში ან კომპენსაციის მიღებაში დაეხმარება. მათ კავშირს ინვესტორებიც თვალს ადევნებენ, რადგან თუ ბანკი კოლომისკის გადაეცემა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, შესაძლოა, უკრაინას დახმარება შეუჩეროს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები