ინდოეთი

32 წლის ინდოელი კაცი თავს მოხუცად აჩვენებდა და ყალბი პასპორტით აშშ-ში წასვლას ცდილობდა

CNN

32 წლის ინდოელი კაცი თავს მოხუცად აჩვენებდა და ყალბი პასპორტით აშშ-ში წასვლას ცდილობდა.

მან წვერი თეთრად შეიღება და აეროპორტში ინვალიდის ეტლით მივიდა, თუმცა ინდირა განდის სახელობის საერთაშორის აეროპორტში მისმა გარეგნობამ უსაფრთხოების სამსახურის წევრები დააეჭვა.

პასპორტის მიხედვით კაცი 81 წლის იყო, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წევრების თქმით ის უფრო ახალგაზრდას ჰგავდა.

გამოკითხვის შემდეგ კაცმა აღიარა, რომ პასპორტი ყალბი იყო და სინამდვილეში ის 32 წლის აღმოჩნდა.

ყალბი პასპორტის გამო ის დააკავეს და საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს.

კომენტარები