მამუკა ხაზარიძის საზ. მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ, 12 სექტემბერს ანაკლიაში გაიმართება

TBC ჯგუფის სამეთვალყუერო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
youtube.com EY Global

ხვალ 12 სექტემბერს ანაკლიაში მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება. მოძრაობის პრესსამსახურის უფროსმა ანა ნაცვლიშვილმა, ტაბულას ინფორმაცია დაუდასტურა.

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია, ხვალ 12 სექტემბერს ანაკლიაში გაიმართება. ამავდროულად, მოძრაობის პრეს-სამსახურში აზუსტებენ, რომ საუბარი არ არის პოლიტიკურ პარტიაზე და ხვალ მხოლოდ საზ. მოძრაობის პრეზენტაციაა დაგეგმილი. 

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ იქნება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები. წინა დღეებში მამუკა ხაზარაძის მიერ, დაარსებულ ორგანიზაციის შეურთდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორი ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე.

მამუკა ხაზარაზემ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ პოლიტიკურ პარტიაში ცნობილი პოლიტიკოსები არ მოიაზრებიან.

კომენტარები