ტოკიო

ტოკიოში მოლარე დააკავეს, რომელმაც ჩანთების საყიდლად 1300 ბარათის მონაცემი დაიმახსოვრა

Cnn.com

ტოკიოში მოლარე დააკავეს, რომელმაც “ფოტოგრაგიული მეხსიერებით” 1300 ადამიანის ბარათის ინფორმაცია დაიმახსოვრა.

პოლიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოლარემ ბარათების მონაცემები იმისთვის დაიმახსოვრა, რომ 2,600 დოლარის ღირებულების ჩანთები შეეძინა (270,000 იაპონური იენი).

პოლიციიდან წყარომ CNN-ს უთხრა, რომ დაკავებული მოლარე კოტოს რაიონის სავაჭრო ცენტრში მუშაობდა და ბარათების მონაცემებს მაშინ იმახსოვრებდა, როდესაც მომხმარებლების შეკვეთას ატარებდა, შემდეგ კი ინტერნეტით ყიდულობდა ნივთებს. 

დაკავებული მონაცემების დამახსოვრების შემდეგ მათ რვეულში იწერდა, რომელიც პოლიციამ აღმოაჩინა.

მოლარე უკვე 6 დღეა პოლიციას დაკავებული ყავს.

კომენტარები