აშშ

აშშ-მა ალ-ქაიდას, ISIS-ის, ჰამასის, IRGC-ის ტერორისტებს, მხარდამჭერებს სანქციები დაუწესა

0 კომენტარი
სტივენ მნუჩინი | დონალდ ტრამპი ფოტო: POLITICO

10 სექტემბერს აშშ-მა ტერორისტებსა და მის მხარდამჭერებზე სანქციების დაწესება დააანონა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები შეეხება 15 ლიდერს და პირს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან ალ-ქაიდასთან, ISIS-თან, ირანის რევოლუციურ გვარდიასთან და ჰამასთან არიან დაკავშირებულნი. 

"11 სექტემბრის საზარელი თავდასხმის შემდეგ აშშ-ის მთავრობამ კონტრტერორიზმი გადააკეთა, რათა მუდმივად ადაპტირდეს საფრთხეებთან," - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა

სანქციები ეხება თურქეთში მყოფ ჰამასის ფინანსური ოფისის უფროსს ზაჰერ ჯაბაჰირს და ასევე ლიბანში ირანის რევოლუციური გვარდიის ქუდსის ძალების პალესტინური ოფისის უფროსს მუჰამედ საიდ იზადის. სანქციები უწესდება ბრაზილიაში მყოფ ალ-ქაიდას წევრს; მალიდივიელს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს განშტოებისთვის ავღანეთში აქტიურ რეკრუტს ახორციელებს; ფილილპინებში ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ პირს. 

სანქციებით ნებისმიერი საკუთრება, რაც აღნიშნულ პირებს აშშ-ში აქვთ, დაიბლოკება და ამერიკელებს მათთან ბიზნესის საქმიანობის დაჭერა აეკრძალებათ.

დღეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტიდან 18 წელი გავიდა.

აპრილში აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ტრამპის თქმით ამით აშშ ცნობს, რომ ირანი არა მხოლოდ აფინანსებს ტერორიზმს, არამედ რევოლუციური გვარდია აქტიურად მონაწილეობს, აფინანსებს და ხელს უწყობს ტერორიზმს, როგორც სახელმწიფოს მართვის მეთოდს. ტრამპმა თქვა, რომ გვარდია გლობალური ტერორისტული კამპანიის საწარმოებლად ირანის მთავრობის მთავარ იარაღს წარმოადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები