მოლისე

ნაკლებად დასახლებული იტალიური რეგიონი ახალ მაცხოვრებლებს 25 000 ევროს სთავაზობს

Giorgio Galano/Alamy Stock Photo

სამხრეთ იტალიის ნაკლებად დასახლებული რეგიონი, მოლისე, ახალ მაცხოვრებლებს სამი წლის განმავლობაში თვეში 700 ევროს სთავაზობს. 

პირობა რამდენიმეა-ახალმა მაცხოვრებლებმა მის ერთ-ერთ სოფელში უნდა იცხოვრონ, თუმცა, მაცხოვრებელთა რაოდენობა 2 000-ზე მეტი არ უნდა იყოს. ასევე, მაცხოვრებლებმა საკუთარი ბიზნესი უნდა წამოიწყონ. 

"ჩვენ რომ დაფინანსება შეგვეთავაზებინა, ეს ქველმოქმედება იქნებოდა. ჩვენ მეტი გვსურდა, გვსურდა, ადამიანებს ინვესტიცია აქ ჩაედოთ. მათ ნებისმიერი ბიზნესის წამოწყება შეუძლიათ. შეუძლიათ გახსნან პურის მაღაზია, რესტორანი, ან ის, რასაც მოისურვებენ. ეს ხერხია, სული ჩავუდგათ ჩვენს ქალაქებს და მოსახლეობაც გავზარდოთ,"-უთხრა მოლისეს პრეზიდენტმა, დონალდ ტომამ, Guardian-ს. 

ტომას თქმით, ქალაქები, სადაც 2 000-ზე ნაკლები მცხოვრები იქნება, დაფინანსების სახით თვიურად 10 000 ევროს მიიღებენ, რათა გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და მოაწყონ კულტურული აქტივობები.  

კვლევის მიხედვით, მოლისე, რომლის მოსახლეობაც 305 000-ა, იმ რეგიონთა შორისაა, რომლებმაც ბოლო წლებში ყველაზე მეტი მცხოვრები დაკარგეს. 2013 წლის შემდეგ მოლისე 9 000-მა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები