აშშ-საქართველო

თურნავა: ამერიკულ კომპანიებს დავარწმუნებთ, რომ აშშ-დან ფრენები მათთვისაც მომგებიანი იქნება

0 კომენტარი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

"ვფიქრობთ, ამერიკის ბაზრის ორ ლიდერ საავიაციო კომპანიას დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ფრენები პოლიტიკურად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც ძალიან მიმზიდველი და მომგებიანი იქნება კომერციულად, რომ შემოვიდნენ საქართველოში, რადგან ჩვენ ნამდვილად ვართ ლოგისტიკური რეგიონული ჰაბი,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა. თურნავა ამერიკულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ში იმყოფება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დელეგაციასთან ერთად Delta Air Lines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს.

"ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ - ში საქართველოს საელჩომ მიიღო მონაწილეობა" - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ მიმდინარე წლის აგვისტოში დაანონსა.

"როგორც მაშინ მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია. ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთი მხრივ, იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის" - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები