Savage X Fenty

რიანას თეთრეულის ბრენდის Savage X Fenty-ის შოუ ნიუ-იორკში შედგა - ფოტოები

0 კომენტარი
რიანა ცეკვით ხსნის საკუთარი თეთრეულის ბრენდის Savage X Fenty-ის ჩვენებას ფოტო: GETTY

ბარბადოსელი პოპ ვარსკვლავის, რიანას თეთრეულის ბრენდის Savage X Fenty-ის შოუ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გუშინ შედგა.

ჩვენება ბრუკლინის Barclays Center-ში გაიმართა, სადაც სცენა ბერძნული არქიტექტურის ინსპირაციით იყო მორთული - კიბეები და თაღები, რომლიდანაც ცნობილი ტოპმოდელები გამოდიოდნენ.

ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ტოპმოდელებმა, როგორებიც არიან ბელა ჰადიდი, ჯიჯი ჰადიდი, ჯოან სმოლსი, სლიკ ვუდსი და კარა დელევინი, მუსიკისთვის რიანამ Migos, DJ Khaled, Halsey და Normani შეარჩია. პოდიუმზე მოდელები ფერადი თეთრეულით, ტრუსებითა და ლიფებით პოზირებდნენ. გარდა გამოსვლებისა, აუდიტორიამ რამდენიმე პერფორმანსიც იხილა.

შოუ რიანას ცეკვით გაიხსნა - მომღერალს შავი მოკლე ქვედაბოლო ეცვა, წითელი პომადა ესვა და ბრილიანტის სამკაულები ეკეთა. გახსნის შემდეგ, შოუს დასასრულამდე რიანა სცენაზე აღარ გამოჩენილა.

შოუს მიმდინარეობისას ყველა დამსწრე სტუმარს მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალული ჰქონდა, რადგან ამაზონს ექსკლუზიურად აქვს შეძენილი ჩვენების გაშვების უფლება და ის 20 სექტერმბერს Amazon Prime-ზე გავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები