ჩოგბურთის ლეგენდამ, სერენა უილიამსმა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის Serena-ს ჩვენებაზე, ორი წლის შვილთან, ალექსის ოლიმპიასთან ერთად გაიარა.
სერენა უილიამსის პოდიუმზე შვილთან ერთად გამოჩენამ აუდიტორიის ტაში და მხარდამჭერი შეძახილები გამოიწვია.
ჩოგბურთელის 2019 წლის შემოდგომის ქალების კოლექციის ჩვენებას ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ კიმ კარდაშიან ვესტი და La La Anthony.
სერენა უილიამსის თქმით, ამ კოლექციის შექმნის მიზანი იყო რომ ქალები ამ ტანსაცმელში არა მარტო კარგად გამოიყურებოდნენ, არამედ თავს კარგადაც გრძნობდნენ.
"გვინდა რომ ქალებმა იგრძნონ შიშისა და ეჭვების სიმამაცესა და თავდაჯერებულულობაში გარდაქმნის შესაძლებლობა", - თქვა სერენა უილიამსმა.