დღეს, 12 სექტემბერს, ანაკლიაში ხაზარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 12 სექტემბერს ანაკლიაში მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.

ამავდროულად, მოძრაობის პრეს-სამსახურში ამბობენ, რომ საუბარი არ არის პოლიტიკურ პარტიაზე და დღეს მხოლოდ საზ. მოძრაობის პრეზენტაციაა დაგეგმილი. 

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ იქნება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები. წინა დღეებში მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას შეურთდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორი ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე.

მამუკა ხაზარაძემ ბოლო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მათ პოლიტიკურ პარტიაში ცნობილი პოლიტიკოსები არ მოიაზრებიან.

კომენტარები