ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება

საგამოძიებო: სამშენებლო მასალის უკანონოდ შემოტანის და რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დავაკავეთ

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

"გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შემოიტანეს 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რომელიც მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების გზით, საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს"- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები