კოსმოსი

მზის სისტემის მიღმა, საცხოვრებლად ვარგის ზონაში პლანეტის ატმოსფეროში წყალი აღმოაჩინეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC

მეცნიერებმა შორეული ვარსკვლავის ორბიტაზე არსებულ პლანეტის K2-18b-ის ატმოსფეროში წყალი აღმოაჩინეს.

"ეს პირველი შემთვევაა, როდესაც ვარსკვლავის გარშემო არსებულ საცხოვრებლად ვარგის ზონაში წყალი ვიპოვნეთ," - აღნიშნა UCL-ის პროფესორმა ჯიოვანა ტინეტიმ. 

საცხოვრებლად ვარგისი ზონა არის ვარსკვლავების გარშემო არსებული გარკვეული სივრცე, სადაც არსებული ტემპერატურის პირობებში პლანეტის ზედაპირზე წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა შესაძლებელია.

წყლის ორთქლი K2-18b-ის ატმოსფეროში იპოვნეს, რაც ასეულობით "სუპერ-დედამიწებიდან" ერთერთია, რომელთა ზომაც დედამიწისა და ნეპტუნის ზომების შორის მერყეობს. პლანეტას ასტრონომიის ახალი მზარდი სფერო ე.წ. ეგზოპლანეტების კვლევის ფარგლებში იძიებენ.

ეგზოპლანეტები მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტები არიან. პირველი ეგზოპლანეტა 1992 წელს იპოვნეს. აღმოაჩინეს, რომ ბევრი გიგანტური პლანეტა ვარსკვლავებთან ახლო ორბიტაზე მოძრაობს. ჯამში 4000-ზე მეტი ეგზოპლანეთა არის დაფიქსირებული. 

UCL-ის მეცნიერმა ანგელოს თსიარასმა თქვა, რომ მკვლევართა ჯგუფი აკვირდება ეგზოპლანეტების პირობები შეესაბამება თუ არა დედამიწის მსგავსს პირობებს.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით გაკეთებული დაკვირვებებით, K2-18b-ის ატმოსფეროში გაფილტრული ვარსკვლავის შუქი გააანალიზეს. გაირკვა, რომ K2-18b-ზე მოლეკულები წყლის მოლეკულების მსგავსია. მონაცემთა კომპიუტერული შემოწმებით დადგინდა, რომ K2-18b-ის ატმოსფეროს 50%, შესაძლოა, წყალი იყოს.

K2-18b დედამიწაზე 2-ჯერ დიდია, პლანეტაზე ტემპერატურა 0-დან 40C-მდე არის. ის დედამიწისგან 111 სინათლის წლით არის დაშორებული, რაც 650 000 000 000 000 მილია.

"რათქმაუნდა, ეს არ არის იმისთვის, რომ წასასვლელი ადგილი ვნახოთ. ეს ჯერ კიდევ ფანტასტიკის ჟანრია," - თქვა თსიარასმა.

მაშინ, როდესაც მზის სინათლე დედამიწაზე რამდენიმე წუთში აღწევს, K2-18b-ის ვარსკვლავიდან ჩვენ პლანეტამდე სინათლის მოღწევას რამდენიმე საუკუნე სჭირდება "ამიტომ ჩვენთვის იქ გამგზავრება შეუძლებელია," - თქვა მან.

UCL-ის ასტროფიზიკოსის ინგო ალდმანის თქმით, ერთადერთი ვარიანტია ის, რომ 2020-იან წლებში კოსმოსური ტელესკოპების ახალი თაობა გაუშვან და პლანეტის ატმოსგეროში მოძებნონ გაზები, რისი გამოყოფაც მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეუძლიათ - "მომავალ 10 წელში გვეცოდინება ამ ატმოსფეროში არის თუ არა ისეთი ქიმიკატები, რაც სიცოცხლისთვის საჭიროა".

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარკვეული მიზეზების გამო K2-18b სიცოცხლისთვის შესაფერისი ადგილი, შესაძლოა არ აღმოჩნდეს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დედამიწაზე 2-ჯერ დიდ პლანეტაზე კლდოვანი ზედაპირი ვერ იქნება, ასევე არის გრავიტაციის, სხვა გაზების არსებობის, ვარსკვლავიდან რადიაციის ხარისხის საკითხი და სხვ.

აღმოჩენა მეცნიერებს ეხმარება გაიგონ, თუ რამდენად უნიკალურია დედამიწა სამყაროში.

"მეცნიერებაში ეს ერთერთი უდიდესი შეკითხვაა და ყოველთვის გვაინტერესებს - მარტო ვართ თუ არა ამ სამყაროში," -  თქვა ინგო ვალდმანმა.

აღნიშნული კვლევა ევროპის კვლევის საბჭომ და გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭომ, რაც გაერთიანებული სამეფოს კვლევისა და ინოვაციის სააგენტოს ნაწილია, დააფინანსა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები