არჩევნები 2020

სამადაშვილი: ყველა ოპოზიციური პარტია უნდა შეთანხმდეს, რომ ივანიშვილთან კოალიციას არ შექმნის

ტაბულა

"მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდეს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ შექმნის კოალიციას, ყველა პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტია", - ამბობს ტაბულასთან საუბარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი.

მისივე თმქით, გარდა ზემოაღნიშნულისა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ სხვა რა პრონციპებია, რომლის გარშემოც შეიძლება გაერთიანება, - "ვაპირებთ, რომ ეს გავაჟღეროთ უახლოეს მომავალში", - თქვა სამადაშვილმა.

დღეს, 13 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

კომენტარები